"რეალურად, ჯერ კიდევ ადამიანურები ვყოფილვართ და ერთმანეთი ძალიან გვყვარებია" - სამოქალაქო აქტივიზმის ჯერ არნახული მაგალითი

"რეალურად, ჯერ კიდევ ადამიანურები ვყოფილვართ და ერთმანეთი ძალიან გვყვარებია" - სამოქალაქო აქტივიზმის ჯერ არნახული მაგალითი

თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, რომელმაც რამდენიმე ქუჩასთან ერთად, გმირთა მოედანის მიმდებარე ტერიტორიაც დაფარა შლამით, ის ახალგაზრდა ადამიანების შეკრების ადგილი გახდა. უკვე მომხდარიდან რამდენიმე საათში, ახალგაზრდები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ქუჩების გაწმენდას.

"ფეისბუქზე" უამრავი სურათი გავრცელდა, რომლებზეც ნიჩბებიანი და ტალახში ამოსვრილი ადამიანები ქალაქის დასუფთავებაში იღებენ მონაწილეობას. გთავაზობთ ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსს, რომელიც მოხალისეების მუშაობას აღწერს:

"ფრაზები დღევანდელი მოხალისეების ლექსიკონიდან:

"ძმაო რამეში მოხმარება ხომ არ გინდა",

"შენ დაიღალე ახლა მე გავასუფთავებ ტროტუარს",

"მოდი ერთად გავწიოთ ეს კუნძი",

"წყალი არ გინდათ?",

"ქვაფენილის ფილები არ გადავყაროთ, ერთად მოვაგროვოთ იქნებ გამოადგეთ"

"აქ მოვრჩით, სადმე იქნება კიდევ გასაწმენდი ვიკითხოთ"

"წავალ მათ მივეხმარები, ცოტანი არიან .......

"დაგეხმარები მეგობარო შენ უკვე დაიღალე "

და ასე შემდეგ მრავალი".

"ახალგაზრდები, პატარა ბავშვები, ქალები, კაცები დღეს შრომობდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ სხვა ადამიანებისთვის. საკუთარი ქალაქისთვის.

გამგეობებში მოსახლეობა მიდიოდა და მიჰქონდათ საჭმელი, სასმელი, საჭირო ინვენტარი. დღეს ყველა ერთად იდგა.

სამოქალაქო სოლიდარობამ დამარწმუნა, რომ ერთმანეთი ძალიანაც გვიყვარს და აქ ამოხეთქილი აგრესია ბევრი არაა. რამდენიმე წარუმატებელი ადამიანია მხოლოდ. რეალურად ჯერ კიდევ ადამიანურები ვყოფილვართ და ერთმანეთი ძალიან გვყვარებია.

მაპატიეთ თუ ემოცია გადაჭარბებულია ამ პოსტში. ნანახი ამ პოსტზე მეტად ემოციურია", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს