ყვარლის რაიონში, მდინარე დურუჯის სათავეში მეწყერი ჩამოწვა. როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია მზექალიშვილმა განაცხადა, ბიძგების განვითარების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ მიწის მასამ მდინარის კალაპოტი ჩახერგოს, რაც ყვარლის მუნიციპალიტეტს საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, დურუჯის ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები შეისწავლიან.
"მიწის დიდი მასა მდინარე დურუჯის სათავეში ჩამოწვა. სიტუაციის ადგილზე შესასწავლად გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვიმყოფებით. წინასწარი ინფორმაციით, ამინდის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ყვარლის მუნიციპალიტეტს საფრთხე შეექმნას", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
წყარო: ick.ge