გიორგი კეკელიძე - "ცოტა სხვანაირად შევხედოთ ცხოვრებას"

გიორგი კეკელიძე - "ცოტა სხვანაირად შევხედოთ ცხოვრებას"

"ეს აღმოჩენები შევინარნუჩოთ და ცოტა სხვანაირად შევხედოთ ცხოვრებას" - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

"ქალბატონო გულიკო პირველად ამ დღეს ვნახე, ჩემმა მეგობარმა ხატია ბასილაშვილმა გამაცნო. დღეს არც შუმბაა, არც გულიკო და ათობით ადამიანი. და ცხოველები. ცუდი რომ მოხდება, თუნდაც ძალიან ცუდი: მერე რაღაც კარგის ძებნა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა.

ჰოდა, კარგი ის იყო, რომ ამდენი სოლიდალური ადამიანი აღმოჩნდა, ისიც, რომ აღმოვაჩინეთ: თურმე საკუთარი საქმისთვის და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი არსებობს, რომელიც მზადაა შეეწიროს საკუთარ სამსახურს.

ასეთი ადამიანები ახლა მუშაობენ, სხვადასხვაგან. შეიძლება სრულიად შეუმჩნევლადაც. ეს ნიშნავს რომ ქვეყანა მთლად წყალწაღებული არაა. ეს მითებიდან ნაწყვეტი არაა, აგერ გუშინ მოხდა. ახლა, მთავარი ისაა, ეს აღმოჩენები შევინარნუჩოთ და ცოტა სხვანაირად შევხედოთ ცხოვრებას".- წერს სოციალურ ქსელში კეკელიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს