"გამყიდველებმა როდესაც გაიგეს ვისთვის ვყიდულობდით, პარკებში გვიტენიდნენ საკუთარი დახლებიდან აღებულ საქონელს, წაუღეთ ხალხსო"

"გამყიდველებმა როდესაც გაიგეს ვისთვის ვყიდულობდით, პარკებში გვიტენიდნენ საკუთარი დახლებიდან აღებულ საქონელს, წაუღეთ ხალხსო"

"ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებელი ბაზრობის მოვაჭრეების მხრიდან გამოჩენილ სოლიდარობაზე წერს. ნინუცა თორაძის თქმით, ბაზრობაზე მისულს გამყიდველებმა მას სრულიად უსასყიდლოდ აჩუქეს ტანსაცმელი სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის.

"დღეს მე და სალომე ბაზრობაზე რომ მივედით დაზარალებულებისთვის ნივთების საყიდლად და გამყიდველებმა როდესაც გაიგეს ვისთვის ვყიდულობდით, ყველა მხრიდან მორბოდნენ და პარკებში გვიტენიდნენ საკუთარი დახლებიდან აღებულ საქონელს, რაღა თქმა უნდა უსასყიდლოდ. ხვალაც მოდითო გვითხრეს, რაღაცეებს აგიგროვებთო და წაუღეთ ხალხსო. გული ამიჩუყდა რა ბედნიერი ვარ ამდენი კეთილი ადამიანი რომ არსებობს ამ ქვეყანაზე."- წერს ნინუცა თორაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს