"თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება"

"თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება"

მთავრობა სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის, თბილისი კი დაღუპულებს გლოვობს. 13 ივნისს მოვარდნილი წვიმის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა, ხოლო წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მდინარე ვერეს ხეობაში ღვარცოფი ჩამოიქცა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, ხოლო 10-მდე დაკარგულს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. გმირთა მოედნისა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა დაიტბორა. ასევე, დაიტბორა ზოოპარკი - ცხოველების დიდი ნაწილი დაიხრჩო. 14 მაისს, გვიან ღამით კი ვაკეში, მელიქიშვილისა და ჭავჭვაძის გამზირებზე სავალი გზის მონაკვეთი ჩაინგრა.

ქალაქში გაწმენდითი სამუშოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ქალაქს რიგითი მოქალაქეები და ჯარისკაცები ასუფთავებენ. სტიქიის შემდეგ განსაკუთრებით შემზარავი სურათია გმირთა მოედანზე, ზოოპარკის ტერიტორიასა და ახალ გზაზე.

მართალია, სტიქიის მომდევნო დღეს გამოიდარა, რამაც მოსალოდნელი ზარალი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ სინოპტიკოსები კვლავ ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა პანიკაშია. მოსალოდნელია თუ არა მსგავსი ტრაგედიის განმეორება? შესაძლებელი იყო თუ არა ეკოკატასტროფის თავიდან არიდება და როგორ აფასებენ სპეციალისტები არსებულ მდგომარეობას და რა რეკომენდაციებით მიმართავენ ხელისუფლებას?

უჩა ზვიადაძე, გეოლოგი, პროფესორი: "ეს უსახური მშენებლობები უნდა დასრულდეს. რაც კი ახალი კორპუსები აშენდა, ყველა მათგანი უკვე არსებულ, ძველ მიწისქვეშა კომუნიკაციებს შეუერთეს. ამდენ დატვრითვას ვეღარ უძლებს. ნახეთ რა მდგომარეობაა ფალიაშვილზე, ბარნოვზე, ატენზე, მეტი შედეგი რა გინდათ? აღარაფერს ვამბობს ადამიანის ჯანმრთელობისთვის შექმნილ ზიანზე."

საგულისხმოა, რომ სტიქიით გამოწვეული ზარალის მიუხედავად, თბილისში მშენებლობებზე უკვე გაცემული ნებართვების გადახედვა არ მოხდება. ამის შესახებ ბპნ.გე-ს დედაქალის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა - "რატომ უნდა მოხდეს გაცემული ნებართვების გადახედვა? სადაც შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები არსებობს, იქ მშენებლობები გაგრძელდება." - აღნიშნა ქუმსიშვილმა. თუმცა, არქიტექტორები და გეოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს