ახალციხიდან თბილისის სტიქიით დაზარალებულებისთვის პროდუქტები და ტანსაცმელი გამოგზავნეს

ახალციხიდან თბილისის სტიქიით დაზარალებულებისთვის პროდუქტები და ტანსაცმელი გამოგზავნეს

დღეს, 16 ივნისს ახალციხიდან თბილისში სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად საჭირო ნივთებით და პროდუქტებით დატვირთული მიკროავტობუსი უკვე გამოგზავნეს. დაზარალებული ოჯახებისთვის  ახალციხეში პროდუქტები, ტანსაცმელი, ჭურჭელი, პირველადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები შეგროვდა.

ახალციხეში შეგროვილია თანხაც, რომელსაც დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავენ. მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის 1500 ლარია შეგროვილი, ამდენივე აქვთ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც.

"ჯერ კიდევ ველოდებით თანხის დამატებას და ამის შემდეგ გადავაგზავნით", - აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ახალციხის მერიამ და ახალციხის გამგეობამ პროდუქტების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება გუშინ დილიდან დაიწყო.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა