ფოტოგრაფი და მოგზაური ივანე გოლიაძე, "ფეისბუქის" გვერდზე 1895 წელს მომხდარი წყალდიდობის ფოტოებს აქვეყნებს.
"1895 წელს თბილისში წყალდიდობის ფოტოები.
მაშინ არც კომუნისტები იყვნენ, არც ნაცები, არც ქოცები, არც კაზანტიპი და არც ID ბარათი.
ჩვენი ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის გამო წყალდიდობა სრულიად მოსალოდნელი და ნორმალური მოვლენაა.
საქმე ისაა, რომ არ არსებობს ევაკუაციის გეგმა და მზადყოფნა. ეს არც ერთ მთავრობას არ ქონია სავარაუდოდ და არც ამ მთავრობას შეიძლება დაბრალდეს.
ჯერ ნურავის ვაბრალებთ რა სანამ კიდევ ცხელ გულზე ვართ, მითუმეტეს ღმერთს..." - წერს ივანე.

