მოხალისეებმა მოხუცის სახლში ნაპოვნი ფული გარეცხეს, გააშრეს და უკან დააბრუნეს

მოხალისეებმა მოხუცის სახლში ნაპოვნი ფული გარეცხეს, გააშრეს და უკან დააბრუნეს

მოხალისეებმა ერთ-ერთი სახლის წმენდის დროს, ბებოს სახლში გადანახული ფული იპოვეს, გარეცხეს, გააშრეს და უკან დაუბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ სტიქიით დაზარალებულ ზონებში გაწმენდითი სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. ტერიტორიას შლამისგან ასუფთავებდნენ დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები, შეიარაღებული ძალები, ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან მივიდნენ დასახმარებლად. ისინი შესაბამისმა სამსახურებმა ნიჩბებით უზრუნველყვეს.

მოხალისეთა ნაწილი ფიზიკურად მუშაობს, ნაწილი კი მაშველებს საკვებით უმასპინძლდება. ახალგაზრდების არაერთმა ჯგუფმა ტერიტორიაზე სასმელი წყალი და საკვებიც მიიტანა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს