რა თანხას შეადგენს ზოოპარკის მატერიალური ზარალი: "თითოეული ცხოველი ძალიან ძვირი ღირს"

რა თანხას შეადგენს ზოოპარკის მატერიალური ზარალი: "თითოეული ცხოველი ძალიან ძვირი ღირს"

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად თბილისს 100 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ადიდებულმა ვერემ სვანიძის ქუჩა, ვაკე-საბურთალოს ახალი გზა, გმირთა მოედანი და თბილისის ზოოპარკი დააზიანა. სტიქიურ უბედურებას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 3 ზოოპარკის თანამშრომელი იყო, რომლებიც წვიმის დროს ცხოველებთან იმყოფებოდნენ. დაიღუპა ათობით ცხოველი.

რა ოდენობის ზარალი მიადგა თბილისის ზოოპარკს, და რა ბედი ელით გადარჩენილ ცხოველებს, ამის შესახებ Ambebi.ge-ს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე ესაუბრა.

- გუშინ ვიპოვეთ ერთი ვეფხვი, ერთი დათვი და ერთი სირაქლემა. ამ მონაცემებით უკვე ყველაფერი ნაპოვნია, ვეძებთ აფთარს და ვეფხვს. ის ტერიტორია, სადაც აფთარი და ვეფხვი ბინადრობდა, ჯერ ვერ გამოვთხარეთ.

- რა ოდენობის ზარალი მიადგა ზოოპარკს?

- რთულია ზარალის დათვლა, რადგან თითოეული ცხოველი ძალიან ძვირი ღირს, ამის გარდა დაიტბორა ტექნიკური და სამეურნეო ნაწილი, ოთახები, კომპიუტერები, ობიექტივები, საოპერაციოები... ამის დათვლას დიდი დრო დასჭირდება. შეუძლებელია ახლა ზარალზე საუბარი, იმიტომ რომ ყველაფერი განადგურებულია. ყველაზე მეტად აუნაზღაურებელი დანაკარგია ჩვენი სამი თანამშრომლის გარდაცვალება, რომლებიც სტიქიის დროს ზოოპარკში იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით ჩვენც ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ აქეთ ვსაჭიროებთ დახმარებას, მაგრამ რაც სჭირდება ამ ადამიანების ოჯახის წევრებს და შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ.

- ცხოველების მდგომარეობა როგორია?

- დასტრესილები არიან, ყველა ასეთი შემთხვევა შოკია მათთვის. მათთან მუშაობენ ჩვენი ვეტ-ექიმები და იმედი გვაქვს, რომ ის მინიმალური რაოდენობა, რაც გადარჩა, ჯანმრთელი იქნება. მოტეხილობები არ აქვთ ცხოველებს. ძალიან ცოტა ცხოველი გადარჩა, ისინი იმ ვოლიერებში გვყავს, რომელიც სტიქიამ არ დააზიანა და სანამ ახალი ზოოპარკი აშენდება, აქ დარჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ| როდის დაიწყება ზოოპარკის გადატანა და რა მოეწყობა ძველ ტერიტორიაზე - მერისა და პრემიერის კომენტარი

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

PHOTO| AFP

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია