ბორჯომში მეოთხეკლასელებმა საქველმოქმედო სპექტაკლით თბილისის დასახმარებლად 300 ლარი შეაგროვეს

ბორჯომში მეოთხეკლასელებმა საქველმოქმედო სპექტაკლით თბილისის დასახმარებლად 300 ლარი შეაგროვეს

17 ივნისს, ბორჯომის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამთავრებასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა სცენაზე ქართული ხალხური ზღაპრის "რწყილი და ჭიანჭველას" მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი წარმოადგინეს.

სპექტაკლის დაწყებამდე მონაწილეებმა განმარტეს, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, საღამომ საქველმოქმედო ხასიათი მიიღო. შემოწირულობისთვის დარბაზში ყუთი იყო დადგმული.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, კლასის დამრიგებელმა მერი ხარატიშვილმა განმარტა, რომ შეწირულობებით 300 ლარი შეგროვდა, რაც მთლიანად გადაირიცხება დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა