არ გამოვრიცხავ, ამ ბოროტმა მაოხრებელმა მკვდარმა რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არალეგალური გზით შემოიყვანოს უკრაინიდან - ირმა ინაშვილი სააკაშვილზე წერს

არ გამოვრიცხავ, ამ ბოროტმა მაოხრებელმა მკვდარმა რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არალეგალური გზით შემოიყვანოს უკრაინიდან - ირმა ინაშვილი სააკაშვილზე წერს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან საქართველოში სიტუაციის არევის მიზნით ცხოველები შემოაყვანინოს არალეგალური გზით. გთავაზობთ ინაშვილის სტატუსს უცვლელად:

"გერმანიიდან მომწერა ერთმა ქართველმა ემიგრანტმა. იქნებ ამაზეც ეფიქრა კრიზისების მართვის სამსახურსო. მოკლედ, ვერსია მაქვსო... და მოუსმინეთ ვერსიას:

ვინაიდან სააკაშვილი ე.წ. მაოხრებელი მკვდარია და მის მიერ ჩადებულ ნაღმებზე დღესაც ვფეთქდებით, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბოროტმა მაოხრებელმა მკვდარმა რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არალეგალური გზით შემოიყვანოს უკრაინიდან საქართველოში და თბილისში გააშვებინოს, თითქოს ჩვენი ზოოპარკიდან არიან გაქცეულებიო. ამით ქვეყანაში უმართავ პროცესებს გამოიწვევენ, ამიტომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა განსაკუთრებული სიმკაცრით აკონტროლოს საზღვაო პერიმეტრიო. პრაქტიკულად დივერსია იქნებაო.

რაღა დაგიმალოთ, მე ეს არადამაჯერებელ ვერსიად და ისტორიად მეჩვენება, მაგრამ ვინაიდან ბოლო 3 დღეში ჩვენს თავს წარმოუდგენელი ამბები ხდება, ქართველი ემიგრანტის (ჩემი აზრით, ამაო) შიშს მაინც ვასაჯაროვებ. იმედი მაქვს, კრიზისების მართვის სამსახურიც კითხულობს და უშიშროებაც. იმას მაინც არ ვიტყვი მერე, რომ ადამიანს არ დავუჯერე... ისე, მაინც ყურადღებით იყავით... ეშმაკს არ სძინავს...

P.S. კაცი ისეთ ბოროტებად როგორ უნდა დარჩე საკუთარი ერის მეხსიერებაში, ხალხს შენზე თვით ყველაზე აბსურდული ვერსიებიც კი დაებადოს და დარწმუნებული იყოს, რომ ყველას გაწირავ...", - წერს ინაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს