წყნეთის მეწყერი, რომელმაც თბილისში მომხდარ ტრაგედიას დაუდო სათავე - დრონით გადაღებული ფოტოები

წყნეთის მეწყერი, რომელმაც თბილისში მომხდარ ტრაგედიას დაუდო სათავე - დრონით გადაღებული ფოტოები

ალპინისტმა Irakli Supernobody-იმ საკუთარ "ფეისბუქზე" დრონით გადაღებული ფოტოები განათავსა, რომლებიც 13 ივნისს ჩამოწოლილი მეწყერის მასშტაბებს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.

"ალპინისტები ამოგვიყვანეს დღეს წყნეთი-ბეთანიის გზაზე, მეწყრის შემდგომ საშიშროების შესაფასებლად, კლდეებს და მეწყრის საწყის წერტილებს ვამოწმებთ. ზევიდანაც უნდოდათ დახედვა, ხოდა დრონი გამოვიყოლე გადასაღებად. ამ სურათებზე არა მგონია სრულად აღიქმებოდეს მომხდარის მასშტაბი, მთელი ფერდი ჩამოთლილია, სიგრძეში 3,8 კილომეტზე გრძელია, ეს ის მანძილია, რომლის გავლასაც ადამიანი სწორზე, 1 საათს ანდომებს".

"ფოტოზე ჩანს წყნეთის ნაწილი და მეწყერისგან გაწყვეტილი 3 გზა, თუ დააკვირდებით იპოვით ტრაქტორებსაც. აქ კარგად ჩანს ძაბრის ფორმის სიცარიელე, რომელსაც ცოტა ხნის წინ 15-16-მდე მილიონი ტონა მიწის, კლდის და ტყის საფარი ფარავდა. სავარაუდოდ სწორედ ამ ძაბრის ფორმამ, გადაარჩინა ჩვენი ქალაქი იმ დღეს, ხეობამ ორი მხრიდან შეავიწროვა მეწყერი და მას სიჩქარის აღების საშუალება არ მისცა.

ვფიქრობ სამჯერ მეტი იქნებოდა მისი მოცულობა ასე რომ არ მომხდარიყო, ხოდა ქალაქსაც ბევრად დიდი ზიანი მიადგებოდა, მესმის რომ ხალხის მართვისას ზოგი ღმერთით აშინებს მათ და ზოგი წინა მთავრობით, თქვენი ნებაა ვინ დაგაზომბებთ, მაგრამ სტიქიის და ბუნების მოვლენების არსებობის თუ არ გჯერათ, მაშინ ნურც ამინდის პროგნოზს მოუსმენთ აწი, და გასარუჯადაც სარდაფებში გამოიკეტეთ", - წერს ირაკლი.

იხილეთ გალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს