რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც ვეფხვი დააფიქსირეს და არის თუ არა გავრცელებული ფოტო მონტაჟი

რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც ვეფხვი დააფიქსირეს და არის თუ არა გავრცელებული ფოტო მონტაჟი

მონადირეებმა თბილისში, მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს. ეს არის ტერიტორია ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგებამდე. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ამასთან, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული. ამ ფოტოების ავთენტურობას მონადირეები ადასტურებენ.

როგორც მონადირე გიორგი მეტრეველი "რუსთავი 2"-თან საუბარში აცხადებს, მონადირეებს სამმა პირმა მიაწოდა ფოტომასალა და სამივე ფოტო იყო იდენტური.

"ეს სამი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ასევე, დაახლოებით 15-მდე თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მონადირეები და არა ექსპერტები ვადასტურებთ, რომ ნამდვილად კატისებრთა დიდი წარმომადგენელი იყო და ვიწყებთ მოქმედებებს. გუშინ ღამე დაიყარა ლეში, დაყენდა ვიდეოხაფანგები და შესაბამისად, გვექნება მონაცემები დაახლოებით სად იმყოფება ვეფხვი", - განაცხადა მონადირემ.

ჩვენ ვესაუბრეთ "ინტერპრენიუსის" ფოტოკორესპონდენტს, ირაკლი გედენიძეს, რომელსაც ორი ფოტოს ავთენტურობა შევამოწმებინეთ. ირაკლი გედენიძის განმარტებით, დიდი ალბათობით, ფოტოებზე გამოსახული ცხოველი გრაფიკული რედაქტორით არის ჩამონტაჟებული.

"ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ცხოველის უკანა, მარცხენა ფეხზე, ბუჩქი უხეშად არის კლონირებული, არ არის დაცული ცხოველის პროპორციები და არ ემთხვევა განათების მიმართულება, ასევე, ხარისხი გაფუჭებულია, თითქოს ეს იყოს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაბალი ხარისხის ფოტო. რომ არსებობდეს სხვა დუბლი კადრები, უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, არის თუ არა ეს მონტაჟი", -განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

სპეცოპერაცია ენთოგრაფიულ მუზეუმში - პირველი კადრები ვეფხვისა და აფთრის საძიებო სამუშაოებიდან

თემის დეტალები| ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის პირველი ფოტოები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია