"პანკისის ხეობაში მეწყერის საშიშროებაა"

"პანკისის ხეობაში მეწყერის საშიშროებაა"

ახმეტის რიგ სოფლებში და პანკისის ხეობაში მეწყერის საშიშროებაა - ამის შესახებ რადიო "ჰერეთის" თოქ-შოუ "თავისუფალ დროში" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველაზე დიდი საშიშროება სოფელ ქვემო ალვანის საკარმიდამო ნაკვეთების დიდ ფართობებს ემუქრება. ნასყიდაშვილი ირწმუნება, რომ იმ ტერიტორიაზე მოსახლეობა არ ცხოვრობს.

"ასევე საფრთხე ემუქრება ქალაქ ახმეტის წყლის ცენტრალურ მაგისტრალს და ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს" - განაცხადა ნასყიდაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა