მდაბიურად "იჟმოტა" - ნიკა რურუა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

მდაბიურად "იჟმოტა" - ნიკა რურუა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

კულტურის ყოფილი მინისტრი და საზოგადოებრივი მოძრაბა "ივერის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა რურუა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი ხელისუფლებას იმ თანხით დაეხმარება, რაც მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დააკლდება.

"ამას ვერ დაავალდებულებ ოლიგარქს, მაგრამ ასეთ დროს ძალიან მდიდრები ამბობენ ხოლმე: I will double whatever will be raised, ანუ “მე გავაორმაგებ იმ თანხას, რაც შეიკრიბება” - ასე იქცეოდა ენდრიუ კარნეგი, ჯონ როკფელერი, ჰენრი ფორდი, უორენ ბაფეტი, ბილ გეითსი, დავით სარაჯიშვილი, ზუბალაშვილები, და ა.შ.ივანიშვილმა კი თქვა "მე რასაც ვერ შეაგროვებენ, იმას დავამატებ". ანუ, მარტივ ენაზე რომ ვთქვად, მდაბიურად "იჟმოტა". არათუ არ დაგვპირდა გაორმაგებას, არამედ მინიმალური პასუხისმგებლობა აიღო, რაც, სავარაუდოდ, იძულებული იყო გაეკეთებინა საკუთარი გარემოს რჩევით, რადგანაც მისი მალვა სტიქიური უბედურების შემდგომ ყველას თვალში მოხვდა.ქველმოქმედებასაც გემოვნება და კლასი ჭირდება. მეჯღანუაშვილი ვერ გახდება კარნეგი,"- წერს ნიკა რურუა ფეისბუქის პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს