ჩინური ხორცის ფესტივალი, რომლის დროსაც ათასობით ძაღლსა და კატას კლავენ

ჩინური ხორცის ფესტივალი, რომლის დროსაც  ათასობით ძაღლსა და კატას კლავენ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსული ტრადიცია - ჩინური ხორცის ფესტივალი, სავარაუდოდ, წელსაც ჩატარდება. პრესაში უკვე გამოჩნდა ფესტივალის სამზადისის ამსახველი შოკისმომგვრელი კადრები.

როგორც ცნობილია, ხორცის ფესტივალზე ათასობით ძაღლს კლავენ და საკვებ ხორცად ყიდიან. ფესტივალზე იყიდება კატის ხორციც. ბრიტანული გამოცემა dailymail გალიებში გამომწყვდეული იმ შინაური ცხოველების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც დასაკლავად ჰყავთ გამზადებული - ფესტივალი 22 ივნისს იხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები თავს არ ზოგავენ, რომ ეს საშინელი ტრადიცია მოსპონ, ჯერჯერობით ფესტივალი არცერთხელ არ ჩაშლილა.

გამოცემის ინფორმაციით, რესტორნები უკვე მზად არიან კლიენტების მისაღებად. ბევრი ცხოველი კი, რომლებიც ჩინეთის ყველა კუთხიდან ჩამოჰყავთ, ტრანსპორტირებისას იღუპება.

ფესტივალში რამდენიმე რესტორანი მონაწილეობს და თითოეულს ერთდროულად 200-300 კლიენტის გასტუმრება შეუძლია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს