პატიმარმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახს საკუთარი სახლი დაუთმო

პატიმარმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახს საკუთარი სახლი დაუთმო

ერთ-ერთი პატიმარი სტიქიით დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებლად საკუთარ სახლს სთავაზობს.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომლის ავტორიც გლდანის მე-8 საპატიმრო დაწესებულების მსჯავრდებულია.

"მოგახსენებთ რომ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 14 ივნისს მომხდარი სტიქიის შესახებ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს ღრმა მწუხარებით. მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, მსურს მონაწილეობა მივიღო და დავეხმარო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ჩემი შესაძლებლობებით.

მოგახსენებთ, რომ გამაჩნია სახლი ქალაქ ზესტაფონში, მაქვს დაკეტილი და არ ცხოვრობს ჩემი ოჯახი. უზრუნველყოფილია საცხოვრებლად. მზად ვარ დროებით საცხოვრებლად გადავცე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, მანამ სანამ არ მიეცემა თავშესაფარი და საცხოვრებელი ფართი. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ გამომეხმაუროთ რათა მონაწილეობა მივიღო ჩვენი მოსახლეობის დახმარებაში" - ნათქვამია განცხადებაში რომელიც, ფაქტობრივად ანონიმურია. პატიმრის ვინაობა მასში დასახელებული არ არის. ავტორი ხელს აწერს როგორც "მსჯავრდებული".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს