მილიონერების ხუთი ჩვევა, რომელიც მათ გამდიდრებაში დაეხმარა

მილიონერების ხუთი ჩვევა, რომელიც მათ გამდიდრებაში დაეხმარა

ამერიკელმა მკვლევარებმა მილიონერების ჩვევები შეისწავლეს, რომლის შედეგადაც დაასკვნეს, რომ თითქმის ყველა მილიონერი თავიანთ წარმატებას ოჯახში გამომუშავებულ ჩვევებსა და საკუთარ "მასწავლებლებს" უმადლიან. შედეგად, ამერიკელ მკვლევართა დასკვნით, წარმატების საიდუმლო ჩვენი ყოველდღიური ჩვევებია, რომელთაგან ზოგიერთს გამოცემა Mashable გთავაზობთ.

მილიონერებს შემოსავლის რამდენიმე წყარო აქვთ

წარმატებული ადამიანები ყოველთვის ქმნიან შემოსავლის დამატებით წყაროს და როგორც კვლევამ აჩვენა, ასეთი სულ მცირე სამი წყარო აქვთ. შემოსავლების დივერსიფიკაცია მდიდარ ადამიანებს სტაბილურობის შესაძლებლობას აძლევს. დამატებითი შემოსავლის წყაროდ შეგიძლიათ გაიხადოთ უძრავი ქონების გაქირავება, აქციებში ინვესტირება და სხვა.

ოცნება - მიზანი - რეალიზება

როგორც წესი, ადამიანი ჯერ ოცნებობს, შემდეგ კი სწორად გათვლილი მიზნის ხარჯზე ოცნების რეალიზებას ახდენს. საკუთარი ოცნების სწორი აღქმა წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინადარია. კვლევაში მონაწილე მილიონერების 64%-მა აღნიშნა, რომ დღემდე მისდევს საკუთარი ცხოვრების ერთ ოცნებას მაინც. 55%-მა კი განაცხადა, რომ ოცნებებსა და სურვილებზე დაფუძნებულ მიზნებს ისახავს.

მილიონერები დროს ფუჭად არ ხარჯავენ

ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ბევრი დრო აქვთ და არ აფასებენ დროს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები ბევრ დროს ფუჭად ხარჯავენ ტელევიზორის ყურებაში, სოციალურ ქსელებში, რესტორნებში დროის ტარებასა და გართობაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ დაკარგულ დროს ვერასდროს დაიბრუნებთ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს