ორი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული - აბასთუმანში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

ორი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული - აბასთუმანში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

აბასთუმანში 21 ივნისის ღამეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სამი დაშავებული  საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან ორს მალე გაწერენ, ერთი კი სტაციონარში დარჩება.

"ორს პატარ-პატარა დაზიანებები ჰქონდა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. მესამეს მდგომარეობაც უკვე სტაბილურია, სიცოცხლისთვის საშიში არ არის და საავადმყოფოში რჩება", - აცხადებენ კლინიკა "იმედში".

დაშავებულებიდან ერთ-ერთი საშუალო ასაკის მამაკაცია, პროფესიით ექიმი, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. ხოლო გარდაცვლილებიდან ერთი - დაშავებულის დედა, მეორე კი ბიძაა.

აბასთუმანში მცხოვრებლების ვერსიით, ზეკარის უღელტეხილზე მომავალი ავტომანქანა ნაწვიმარზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა.

"ჩამოატარა ევაკუატორმა მანქანა, არაფრად ვარგოდა. ექიმები და პოლიციელები იყვნენ შეკრებილი, ხალხი ახლოს არ მიგვიშვეს", - ამბობს ადგილობრივი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ლენტეხში, სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში უცნობი ნარკოტიკით 8 ახალგაზრდა მოიწამლა - "2 მათგანი მართვით სუნთქვაზეა"

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა - მამაკაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა