გრემში 10 წელია სასმელ წყალს ნატრობენ

გრემში 10  წელია სასმელ წყალს ნატრობენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის მოსახლეობის ნაწილი 10 წელია წყალს ნატრობს. 

"ერთი თვის ნადგამ წყალს ვასმევთ ბავშვებს. ერთადერთი ძირითადი პრობლემა არის სასმელი წყალი, როგორც ჟანგბადი გჭირდება, ისე წყალი, მთავრობას ყურადღებას ვთხოვთ. ეს ერთი და ორი წლის პრობლემა არ არის, წლებია ასე ვართ", - ამბობენ ადგილობრივები.

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ გრემში ზურაბ ლუარსაბიშვილი ამბობს, რომ პრობლემას კარგად იცნობს და თვითმართველობა მისი გადაჭრის გზებზეც მუშაობს. მისი განცხადებით, სოფელს წყალი უახლოეს მომავალში ექნება, თუმცა როდის არის ეს უახლოესი მომავალი, ვერ აკონკრეტებს.

მანამდე კი სოფელ გრემი ისევ წყლის მოლოდინის რეჟიმშია. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ "21-ე საუკუნის სასმელი წყლის მაძიებელნი" არიან.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა