გიორგი მათურელმა მუშტებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდი მეხუთედ დაამყარა

გიორგი მათურელმა მუშტებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდი მეხუთედ დაამყარა

თიანეთში მცხოვრებმა 28 წლის გიორგი მათურელმა აზიდვაში მსოფლიო რეკორდი მეხუთედ დაამყარა. მათურელმა მუშტებზე დაყრდნობით 45 კილოგრამიანი ტვირთით ერთ წუთში 38 მოძრაობა შეასრულა.

"ამ რეკორდისთვის ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდი. ხალხის მხარდაჭერით შევძელი, დავამყარე რეკორდი", - აღნიშნა გიორგი მათურელმა.

მოქმედი რეკორდი - 28 აზიდვა, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელს, ჟანრი ნოდიას ეკუთვნოდა. მანამდე კი რეკორდსმენის ტიტულებს ფრანგი და ამერიკელი სპორტსმენები ფლობდნენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა