"ასეთი მაგარი არ ვარ, თავს ვერ მოვიტყუებ", - ასე დაიწყო საუბარი გია მაისაშვილმა იმ მძიმე დღეებზე, რომლებიც სიმსივნის დიაგნოზის გაგების წუთებიდან დღემდე გაიარა.
მაისაშვილი ჰყვება, რომ დიაგნოზის დაჯერება გაუჭირდა. მისთვის ეს ყველაზე დიდი და ცუდი მოულოდნელობა იყო, მაგრამ ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მას ესიზმრა თითქოს...
"იყო რაღაც საოცარი სიზმარი, ქაოსი ჩემს ირგვლივ, გამოდის ლომი, რომელიც აფრქვევს რაღაც ცეცხლისმაგვარს ჩემი მიმართულებით და უჩვეულო შეგრძნება მეუფლება, თითქოს ეს ქაოსი დალაგდა... მეორე დღეს უმძიმესი ოპერაცია მელოდება... ყველაფერი ჩემდა უნებურად მოხდა...
ექიმმა მითხრა: თუ არა შეგეშინდება ყველაფერი კარგად იქნება, მთავარი საქმე ეს არის. მქონდა განცდა, რომ შევდიოდი ბრძოლის ველზე... უფალი მაძლევდა ძალას, განწყობას, რწმენას და დანარჩენი ჩემზე იყო... და მე ყველაფერი ეს გამოვიყენე. ჩემდა უნებურად....
დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ მომენტში ოჯახის სიმტკიცეს. გვერდით მედგნენ ჩემი მეუღლე, შვილები, დისშვილები, რომლემბამც ყველაფერი გააკეთეს. სიყვარული არის მთავარზე მთავარი", - ამბობს გია მაისაშვილი.
იხილეთ გია მაისაშვილის ემოციური პოსტები მძიმე ოპერაციის შემდეგ:
-"დაგვლოცეთ, თქვენი ჭირიმე!" - გია მაისაშვილი მძიმე ოპერაციის შემდეგ დაქორწინდა
-"სულს რომ შეგიძრავს და სიცოცხლეს შეგაყვარებს, ისეთი ამბავი შემემთხვა" - გია მაისაშვილი
-"სიცოცხლე კვლავაც უკან ახევინებს სიკვდილს" - გია მაისაშვილის ემოციური პოსტი