თელავის უნივერსიტეტის ეზოდან მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოიტაცა

თელავის უნივერსიტეტის ეზოდან მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოიტაცა

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოიტაცა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტში განუცხადეს, გოგონა გამოცდაზე იყო მისული, რა დროსაც მას ეზოში ყოფილი მეუღლე დახვდა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვა.

"უნივერსიტეტის წინ ხმაური იყო. გოგონას ყვირილი ისმოდა. გარეთ რომ გამოვედით, გავიგეთ, სტუდენტი გოგო, რომელიც ქმარს გაშორებული იყო, ყოფილმა მეუღლემ მოიტაცა. გვითხრეს, რომ გოგონა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველმა მარიამ ცისკარიშვილმა.

ლექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ გოგონა მოტაცებისას შველას ითხოვდა, მაგრამ არავინ დაეხმარა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა