"პროფილმა" მაყურებელს ბაბუა-შვილიშვილი მელიები წარუდგინა. ნიკა მელიას პატარა ვაჟი ბაბუას, ანზორ მელიას განსაკუთრებულად უყვარს და მიაჩნია, რომ პატარა ალექსანდრეს სახით "საქართველოს კიდევ ერთი კარგი ვაჟკაცი შეემატა". ანზორ მელიამ რძალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ნიკა უკეთესობისკენ შეიცვალა, ხოლო მისი რძალი ისეთი ქალია, რომელსაც შეუძლია მამაკაცი წინ წასწიოს.
"სანდრო მელია - მომავალი ექიმი კარდიოოლოგი, კლინიკის დირექტორი იქნება" - ასე წარადგინა ბაბუამ შვილიშვილი.