რა არის სასარგებლო პოტენციისთვის? - რჩევები მამაკაცებს

რა არის სასარგებლო პოტენციისთვის? - რჩევები მამაკაცებს

სიცოცხლეში ერთხელ მაინც პრაქტიკულად ყველა მამაკაცი ეჯახება პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ავადმყოფობა, ქრონიკული დაღლილობა, მუდმივი სტრესი, დეპრესია, არასწორი კვება, მავნე ჩვევა... სექსოპათოლოგის პაციენტად რომ არ იქცეთ, დროულად დაიწყეთ პროფილაქტიკა.

სწორი კვება

თვალი გადაავლეთ რაციონს. მიირთვით ნაკლები ცხიმიანი და შემწვარი კერძი, მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა მამაკაცისთვის А, Е, В ჯგუფის ვიტამინები. ისინი აძლიერებენ ნერვული იმპულსების გადაცემას, რაც ხელს უწყობს ერექციას. ამ ვიტამინებს ყველაზე მეტს შეიცავს ნიგოზი, ცხიმიანი თევზი, სტაფილო, ისპანახი, ოხრახუში.

უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან საკვებს: ხორცს, რძეს, მაწონს, კეფირს, კვერცხს. ყველაზე ცნობილი აფროდიზიაკებია კრევეტები, მიდიები, კალმარები, ხამანწკები და ზღვის სხვა დელიკატესები. ისინი ხელს უწყობენ სქესობრივი ლტოლვის გაძლერებასა და ერექციის გაუმჯობესებას. ბუნებრივია, უნდა დავემშვიდობოთ სწრაფი კვების ობიექტებში დანაყრების ჩვევას. ასეთ დაწესებულებებში საკვები მაღალკალორიულია, ცხიმითა და შაქრით გაჯერებული, სასარგებლო ნივთიერებებით ღარიბი. მავნე გაზიანი სასმელების ნაცვლად სვით ჩვეულებრივი წყალი. ყავის მოყვარულ­ებსაც ურ­ჩევნიათ, ზომ­იერად სვან ეს სასმელი, რადგ­ან მისმა სიჭარბემ შესაძლოა არა მარტო პოტენციას, არამედ მთელ ორგანიზმს ავნოს.

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა

სპორტი

მამაკაცის ჰორმონის გამომუშავების შესანიშნავი სტიმულატორია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს