"ჩვენ ყველანი მოვიხარშებით კი არა, ჩავიხარშებით საკუთარ წვენში" - ირაკლი ტაბლიაშვილი

"ჩვენ ყველანი მოვიხარშებით კი არა, ჩავიხარშებით საკუთარ წვენში" - ირაკლი ტაბლიაშვილი

"გულში მჯიღის ცემის ხუთ ან ათწლედის ახალი ეპოქა დაიწყო კი არა - გრძელდება" - მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას და ქვეყნის მომავალს აღწერს

"ახლა ვზივარ და ვრცელი, დიდი სტატუსის დაწერას ვაპირებ.

სტატუსს რომ დავწერ, უთუოდ დავთაგავ ბევრს.

ბევრს რომ დავთაგავ, ამ ბევრიდან ბევრი სტატუსს დააlike-ებს.

უფრო ცოტა - გააზიარებს.

მე ჩემი ვქენი-თქო, ვეტყვი საკუთარ თავს და "ვალმოხდილი" გადავერთვები სხვა საქმეებზე. ეს ბევრი გამზიარებელ-დამლაიქებელიც ვალმოხდილი იქნება - ოღონდ, ეგაა, ვითარება არ შეიცვლება. კოლექტიური თოფ... უკაცრავად, ამჯერზე მეჭიაური გააგრძელებს დანგრევას.

ტაბლიაშვილის და მასზე მცოდნეთა სტატუსები კი არა, თლად მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მკაცრი ტონიც კი არ აცვლევინებს მათ გადაწყვეტილებებს. ეს კონკრეტული დეპუტატი მხოლოდ ფორმალური აღმასრულებელია - ვიცით, რომ მას, თქვენთან ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდია ბანკიც, საბანკო სექტორიც და ყველაფერი... მას ჰკარნახობენ, ისიც ახმოვანებს.

ეს ძველის გახსენებაა - ხსენებული თოფაძე, თუ გახსოვთ, საკუთარი პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე უტევდა და უტევდა სავალუტო ფონდს... ამბობდა, მაგათმა დაანგრიეს ქვეყანაო. ის ეპოქა კი არა, პერიოდი, თითქოს გავიარეთ, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ "თითქოს".

სავალუტო ფონდის, აზიის ბანკის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის აღშფოთება მხოლოდ საწყისია... სუსტ და არათვითკმარ სახელმწიფო საქართველოს, სხვებიც შეუტევენ და ძალიან იოლად მოახრჩობენ... თავად ამ ზმნაში ტრანშების შეჩერაბა იგულისხმება. ხსენებული ორგანიზაციებიდან ტრანშებს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს... მე პირადად ვვარაუდობ (ალბათ სხვებიც), რომ დაფინანსებას შეწყვეტს ან შეამცირებს ევროკავშირიც... მათ შორის, გაჩერდება საგრანტო პროგრამებიც.

"აპოკალიპტური სურათი", რომელსაც ახლა ვხატავ, საკმაოდ რეალურია - თოფ... უკაცრავად, მეჭიაურს რომ ანდობ გადაწყვეტილებებს, სხვა სცენარის განვითარების შანსი ნულის ტოლია. სამწუხაროდ (და ამას გულრწფელად და სინანულით ვამბობ), ერთი კინკილა პოლიტიკოსიც არ აღმოჩენილა მმართველი გუნდიდან, რომელიც თოფ... უკაცრავად, პაპუაშ... უკაცრავად, მეჭიაურს წინ აღუდგებოდა... ასე ინგრევა მითები და მითოსები, უფრო ზუსტად სტერეოტიპები...

ამასობაში კი სხვა რამეც შეიძლება მოხდეს - ცხადია, ვთქვათ, სოც.ქსელებში ყველაფერი გაპრავდება - სოფიზმის ზეობის ეპოქაში ყველაფერი "პრავდება" - მეჭიაურიც კი.

დაქირავებული და ენთუზიასტ-ალტრუისტი სპიკერები კი არა, კომენტატორები საჩვენებელ თითს გაიშვერენ ევროპისაკენ - აქაოდა, აქამდე გამოგეჩინათ ფხა და ვთქვათ უვიზო მიმოსვლის უფლება მოგეცათო...

მათ - ამ კომენტატორებს კიდევ მიამარცხებ - ბოლო ბოლო, ჯანმრთელობას გაუფრთხილდები და სულაც არ შეხვალ უაზრო კამათში მათთან.

სამაგიეროდ, გაძლიერდება რუსეთის ფლოტი კი არა, სახმელეთო ჯარი - უფულოდ ქვეყანა ვერ იარსებებს, ჰოდა, კვლევების მიხედვით, როგორც ცნობილია, 50%-მდე მაინცაა იმგვარი ამომრჩეველი, რომელსაც არც ოცნება "ევასება" და არც "ნაც.მოძრაობა"... შემოიტანს რუსეთი ფულს... (ისედაც არ აკლებს), მიიკრავს ამომრჩეველს განსაკუთრებით რეგიონებში... ჩაყრის ამავე ფულს ერთი ძლიერი საფინანსო ინსტიტუცია არჩევნებშიც და პოლიტიკოსებშიც... სოციალურ პაკეტებშიც და მედიაშიც... პოპულიზმსა და შეფარვით ანტიდასავლურ პოლიტიკაშიც... კოლექტიურ თოფაძეშიც, კოლექტიურ მეჭიაურშიც... კოლექტიურ პაპუაშვილშიც... გააჯერებს საკუთარ სიას იმ პირებით, რომლებმაც ხსენებული დეპუტატებისაგან განსხვავებით, იციან, რომ ჯეკ ლონდონი, ვინმე ჯეკი არაა ქალაქ ლონდონიდან... და, სხვა რამ განსაკუთრებული ღირსება კი არ, ან ნაკლებად გააჩნიათ და... უყარე მერე კაკალი. ამასობაში მართლაც ფასიანი გახდება გზა ამერიდან იმერამდე... ოღონდ, ტენდერში მოიგებს ამ სერვისს ვინმე. ტენდერივე გააარკვევს ბათუმში ახალი ჯიხურების ჩადგმის გამარჯვებულის ვინაობას.

ჩვენ ყველანი მოვიხარშებით კი არა, ჩავიხარშებით საკუთარ წვენში.

დავთაგავთ ერთმანეთს, გავბრაზდებით, აღვშფოთდებით... ლარი იქნება სტაბილური... გაჩერდება სადღაც 2.7 ზე და ყოველი თეთრით მისი ჩამოსვლა იქნება ჟივილისა და ხივილის საფუძველი. საქართველოში იქნება წვრთნებიც (ამის დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან წვრთნების გამართვის ინტერესი აქვს აშშ-ს), შესაძლოა იყოს MAP - იც, რომელიც არ გულისხმობს მე-5 მუხლის ამოქმედებას... შესაბამისად, ვიტყვით, რომ ჰა... წინ მაინც მივდივართ... (ჩვენ კი არ ვიტყვით, გამპრავებლები იტყვიან).

იქნება ბევრი ლეფსი და იქნებ კირკკოროვიც... "თუ მსმენელი ჰყავს, იმღერონ რაღა... საბაზრო ეკონომიკაა დასავლეთი", ეს არგუმენტიც გაჩნდება (უკვე გაჩნდა)...

გთაგავთ ჰა - გულში მჯიღის ცემის ხუთ ან ათწლედის ახალი ეპოქა დაიწყო კი არა - გრძელდება" - წერს ტაბლიაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს