რას საქმიანობდნენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანები თინეიჯერობის ასაკში?

რას საქმიანობდნენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანები თინეიჯერობის ასაკში?

წარმატებულმა ადამიანებმა თავიანთი ბედი ჯერ კიდევ ბავშვობაში განსაზღვრეს. მაგალითად, კომპანია "მაიკროსოფტის" შემქმნელი ბილ გეითსი თინეიჯერობის ასაკში კოდების გაშიფვრას სწავლობდა. ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი უორენ ბაფეტი კი რამდენიმე საქმიანობით იყო დაკავებული, რის შედეგადაც მას 16 წლის ასაკში უკვე 53 000 დოლარი ჰქონდა გამომუშავებული. ვნახოთ დეტალურად თუ რას აკეთებდნენ ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, მარკ ცუკერბერგი და სხვა წარმატებული ადამიანები მოზარდობის ასაკში.

ბილ გეითსს სიგიჟემდე უყვარდა კომპიუტერები

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელი სიეტლში პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან, რომ უყვარდა კომპიუტერები და კოდების გაშიფვრა. გეითსი და პოლ ალენი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით მან "მაიკროსოფთი" შექმნა, სწორედ სკოლაში სწავლის პერიოდში დამეგობრდნენ. როდესაც გეითსი 15 წლის იყო, მათ შექმნეს Traf-O-Data, რომელიც ქუჩაში მოძრაობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და მას ინჟინრებს აწვდიდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ, ბილ გეითსი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირცხა, თუმცა, 1975 წელს მიატოვა სწავლა იმისათვის, რომ მთელი თავისი დრო "მაიკროსოფტის" შექმნისთვის დაეთმო. როგორც აღმოჩნდა ღირდა რისკი, ვინაიდან "მაიკროსოფტის" შედეგად, გეითსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა.

უორენ ბაფეტს შემოსავლის რამდენიმე წყარო ჰქონდა.

Berkshire Hathaway-ის მილიარდერმა აღმასრულებელმა დირექტორმა ქონების დაგროვება ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი საქმიანობა გამოცემა The Washington Post-ის ნომრების დარიგება იყო. ის ასევე ყიდდა გოლფის სათამაშო ბურთებს, მარკებს და აკეთებდა "პინბოლის" სათამაშო მოწყობილებებს.

ოპრა უინფრი რადიოსადგურში მუშაობდა.

უინფრი მისისიპიში დაიბადა, თუმცა, 14 წლის ასაკში ტენესში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ ამან განაპირობა მისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. იგი ნეშვილის კოლეჯში სწავლობდა, სადაც ყველაზე პოპულარულ მოსწავლედ იქცა. ოპრა უინფრი ჟურნალისტიკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ამიტომაც ის კოლეჯის მეტყველების ჯგუფში შევიდა. მან პირველი სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. იგი ნეშვილის ადგილობრივ რადიოში მუშაობდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს