"თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან" - აბში დახმარებას ითხოვენ

"თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან" - აბში დახმარებას ითხოვენ

დახეთქილი საკანალიზაციო ქსელი, სასმელად უვარგისი წყალი, გაუმართავი განათების სისტემა, ამორტიზებული გზა და წვიმის შიში - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რაც აბის დასახლებას 30 წელზე მეტია აწუხებს.

მოსახლეობას სამელი წყალი დღეში ერთხელ, ერთი საათით მიეწოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ "წყალს საშინელი სუნი აქვს და ხშირად მწერები, ვირთხის ფეხები და ბაყაყი მოყვება".

"ბავშვები გვეწამლება, აღარ შეგვიძლია, რა იქნება, მოგვიგვარონ ეს პრობლემა, როდემდე უნდა ვყიდულობდეთ სასმელ წყალს?" - ამბობენ ადგილობრივები.

აბში არცერთ მოსახლეს გამართული საკანალიზაციო ქსელი არ აქვს, რაც, სიბინძურეს, სუნსა და მწერების გამრავლებას იწვევს.

ამ პრობლემებს გორის ქუჩაზე გზა, გარე განათება და სანიაღვრე არხების გაუმართაობაც ემატება. ადგილობრივები შიშობენ, რომ ერთ დღეს ძლიერი წვიმისგან მოვარდნილი ღვარცოფი გორის ქუჩაზეც იგივე უბედურებას დაატრიალებს, რაც თბილისში, ვერეს ხეობაში მოხდა.

"აქ ჩვენს მაღლა სოფელი საძელია, წვიმის დროს წყალი დიდდება, სახლებში გვივარდება, სოფლიდან და მთებიდან ქვა-ღორღი, ტალახი მოაქვს. როდესაც ვიცით, რომ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, მთელი ღამე ვერ ვიძინებთ, გვეშინია, წყალმა არ წაგვიღოს", - ამბობს ანა ცხოვრებაშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემების მოგვარებასა და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს.

"თუ ქალაქის ნაწილად ვითვლებით, რატომ არ გვაქვს განათება? გვიან ღამით, სიბნელეში ვერ გამოვსულვართ, გზა განადგურებულია, გვეშინია, არ წავიქცეთ და არაფერი მოვიტეხოთ. არჩევნები რომ მოდის, გვეხვეწებიან ხმა მოგვეცითო და ახლა არაფერი გაკეთდა. ზედმეტად თვლიან ამ კუთხეს, თუ რა ხდება? თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან", - ამბობენ გორის ქუჩის მცხოვრებლები.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა