"საშუალო სტატისტიკური ადამიანი ფიქრობს, რომ მდიდარი ადამიანი ან იღბლიანია ან ბოროტმოქმედი.
უზრუნველყოფილებმა კი იციან, რომ სიმდიდრე, შესაძლოა, ბედნიერების გარანტი არ არის, მაგრამ ცხოვრებას გაცილებით იოლსა და სასიამოვნოს ხდის", - წერს ცნობილი ამერიკელი ბიზნესფსიქოლოგი და წიგნის "როგორ ფიქრობენ მდიდრები" ავტორი, მილიარდერი სტივ სიბოლდი.
გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" სტივ სიბოლდის რჩევებს ავრცელებს, თუ როგორც იშოვოთ მილიარდი თავად. გამოცემის ცნობით, სტივ სიბოლდი სწორედ იმ მილიარდერთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ქონება თავად იშოვა.
1. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნებისმიერს შეუძლია იმდენი ფული იშოვოს, რამდენის შოვნაც სურს.
2. არც თქვენი ბეგრაუნდი, არც თქვენი უმაღლესი განათლება და არც IQ არაფერს ნიშნავს, როცა საქმე ფულის შოვნას ეხება.
3. ფულის შოვნის ყველაზე სწრაფი გზა პრობლემის გადაჭრაა. რაც უფრო დიდ პრობლემას გადაჭრით, მით მეტ ფულს იშოვნით.