"ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას ნუ დამაბრალებთ!" - მანანა კობახიძე

"ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას ნუ დამაბრალებთ!" - მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მასშტაბით, ერთი სქესის პირებს შორის ქორწინების ლეგალიზაციას ეხმაურება:

"სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალიდა ა.შ ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე...

დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა facebook, ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ "სიხარულს", მაპატიეთ, ვიცი გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარ-ცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რაც მაინც მრჩება როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!..." - წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აღმასრულებელმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამერიკის 50-ვე შტატში გეი ქორწინება კანონიერად გამოაცხადა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ეს ნაბიჯი დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ გადაწყვეტილებით ხაზი ესმევა იმას, რისიც მილიონობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ღრმად სწამს: როდესაც ყველა ამერიკელი თანასწორი იქნება, უფრო მეტად შევიგრძნობთ თავისუფლებას".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს