გურჯაანის რაიონში, პატარა ქვაბულში ტბა აღმოაჩინეს

გურჯაანის რაიონში, პატარა ქვაბულში ტბა აღმოაჩინეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, სოფლის დასავლეთით 7 კილომეტრში, ცივ გომბორის კალთაზე, პატარა ქვაბულში ბუნებრივი ტბა აღმოაჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ტბა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის, სოფლის მაცხოვრებლები კი "დიდწურბელას" ტბას ეძახიან.

მისივე თქმით, ტბის ფართობი 2 ჰექტარია, ხოლო სიღრმე 5-6 მეტრი. ტბაში ბინადრობს კუ, გამბუზია, წურბელები და წითელ წიგნში შეტანილი ამფიბია - ტრიტონები.

"სოფელ ვაჩნაძიანის "დიდწურბელის" დღემდე უცნობი ბუნებრივი ტბა მიწისქვეშა გოგირდოვანი წყლებით საზრდოობს. ტბაში წყალმცენარეებისგან წარმოქმნილია პატარა კუნძულები. მნიშვნელოვანია ტბის შესწავლა, მეცნიერული თვალსაზრისითაც, რადგან ტბაში წითელ წიგნში შეტანილი ტრიტონები ბინადრობენ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამაზ მარკოზაშვილმა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა