8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა - ფოფხაძეები სახანძროს უჩივიან

8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა - ფოფხაძეები სახანძროს უჩივიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ფოფხაძეების 8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მათი სახლის რვავე ოთახი საათნახევარში მთლიანად დაიწვა.

"მაცივარს გაუჩნდა ცეცხლი, პირველ რიგში ბავშვები გავიყვანეთ. სახანძრო საათნახევრის დაგვიანებით მოვიდა. დამწვარია ყველაფერი. ვერაფერი გავიტანეთ, ჩემი რძლის ოპერაციისთვის ბანკიდან გამოტანილი 7000 ლარი და დედაჩემის დატოვილი ორეულიც მთლიანდ დაიწვა", - ამბობს დაზარალებული ზვიად ფოფხაძე. 

ოჯახს პრეტენზიები ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან აქვს და მათ წინააღმდეგ პროკურატურაში ჩივილს აპირებს.

"პროკურატურაში ვაპირებ საჩივრის შეტანას. ჩუსტებით მოვიდნენ, ნაკვერჩხალში ვერ შებედეს შესვლა, წყალიც 2-3 წუთში გამოელიათ. ცეცხლი გაძლიერდა და მაღლა სართულიც დაიწვა", - ამბობს ზვიად ფოფხაძე.

საბოლოოდ ხანძრის კერები, როგორც დაზარალებულები ამბობენ, წნორისა და ყვარლის მეხანძრეებმა ჩააქრეს.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა