"სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც" - დასახლება კანალიზაციის გარეშე

"სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც" - დასახლება კანალიზაციის გარეშე

ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის უქონლობას აპროტესტებს. მათი თქმით,  ეს საკმაოდ ძველი დასახლებაა და აქ საკანალიზაციო სისტემა არასოდეს ყოფილა.

"კანალიზაცია თუ არ გაგვიკეთეს, გზის დაგებას აზრი არ აქვს. აბანოების წყალი გამოდის სახლებიდან და ქუჩაზე მოედინება. აქ საერთოდ არ არსებობს კანალიზაცია. ამბობენ, რომ კეთდება გზა და სანიაღვრე არხები, იმ სანიაღვრეში გამოვუშვათ კანალიზაცია?" - ამბობს ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები თამარ აბესაძე.

საცხოვრებელი სახლებიდან გამომდინარე ფეკალური მასა ქუჩაზე მოედინება და მოსახლეობას ამ ქუჩაზე ფეხით გადაადგილება ყოველდღიურად უწევს.

"აქ იყო გაუსაძლისი მდგომარეობა, ამ არხს რომ აყვები, მთლიანად ფეკალური მასა მოდის, სახლის ვერცერთი ფანჯარა და ვერცერთი კარი ვერ გაგვიღია, საშინელი სუნი დგას. როგორ შეიძლება გზა დააგონ და კანალიზაციის სუნში ვიცხოვროთ, ხვალ რომ ინფექციამ იფეთქოს, ჩვენ დავავადდებით, მერე რა უნდა ვქნათ?", - ამბობს ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები ხათუნა ფოცხვერაშვილი.

მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართა, თუმცა, მერიამ ისინი წყალმომარაგების კომპანიაში გადაამისამართა, კომპანიამ კი ადგილობრივებს კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს.

"სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც. წყალი რომ გადაივლო, სად უნდა გადააქციო? როცა არჩევნები მოდის, მხოლოდ მაშინ ვახსოვართ, ხალხი მარტო მაშინ ვართ", - ამბობს ადგილობრივი ალვერდი მანჩხაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა