საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს

საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს

2015 წლის სამი "საპატიო ახალციხელი" საზეიმოდ, "ახალციხელობის" დასკვნით ღონისძიებაზე დააჯილდოვეს. ახალციხის საპატიო ახალციხელები - მერაბ ბერიძე, ელგუჯა კოპაძე და ვასილ კვინცხაძე, წელს მოსახლეობამ შეარჩია. ელგუჯა კოპაძე ქალაქის მერის, გიორგი კოპაძის მამაა.

მერაბ ბერიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია, ვასილ კვინცხაძე - სახალხო მთქმელი, ახალციხის მერის მამა, ელგუჯა კოპაძე კი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კულტურის განყოფილებას.

"საპატიო ახალციხელების" დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა, ადგილობრივებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სახალხო მთქმელი, ისტორიკოსი და უკვე ქალაქის საპატიო მოქალაქე ვასილ კვინცხაძე ამბობს, რომ მადლიერია იმ ადამიანების, ვინც მისი კანდიდატურა შეარჩია: "მე ველოდი. დიდი მადლობა ყველას!".

ნდობისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს ელგუჯა კოპაძემაც. "მალე გაბრწყინებული გვენახოს ჩვენი ქალაქი", - განაცხადა ქალაქის მერის მამამ სამადლობელ სიტყვაში.

"დიდი მადლობა, ვინც მე მხარი დამიჭირა, მადლობა მერიას ასეთი შესანიშნავი ღონისძიებისთვის", - განაცხადა ასევე საპატიო მოქალაქემ მერაბ ბერიძემ.

გარდა ამისა, ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე სერგეი კირაკოსიანი, თბილისში სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიგელითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა