"სახელმწიფო მანქანაა და მოძრაობის წესების დარღვევის უფლება მაქვს"

"სახელმწიფო მანქანაა და მოძრაობის წესების დარღვევის უფლება მაქვს"

"სახელმწიფო მანქანაა და მოძრაობის წესების დარღვევის უფლება მაქვს, თუ გინდა შეეკითხეთ პატრულს" - ეს განცხადება გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა იმ დროს გააკეთა, როდესაც მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე დააჯარიმეს.

შემთხვევა გორის ცენტრში მოხდა. სახელმწიფოს კუთვნილი პიკაპის მძღოლი აკრძალულ ზოლში გადავიდა და საავარიო სიტუაცია შექმნა. მოქალაქის შენიშვნამ, მოძრაობის წესების დაცვის თაობაზე, მისი გაღიზიანება გამოიწვია. დარღვევის შესახებ "112"-ს ეცნობა და საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.

"გამოძახებაზე მივდიოდი და ამიტომ დარღვევის უფლება მაქვს. მე პოლიციელი არ ვარ და სირენა არც მექნებოდა ჩართული", - განაცხადა სახელმწიფო მოხელემ. საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებამდე მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა