კახეთში ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი 9 ლარით გაძვირდა

კახეთში ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი 9 ლარით გაძვირდა

კახეთში ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი 9 ლარით გაძვირდა. აქამდე 50 კილოგრამიანი ტომარა ხორბლის ფქვილის საბითუმო ფასი 38 ლარი იყო, ამჟამად კი 45-47 ლარი ღირს. პურ-პროდუქტების მწარმოებლების განცხადებით, ფქვილი მას შემდეგ გაძვირდა, რაც კაჭრეთის წისქვილკომბინატმა მუშაობა შეაჩერა. წისქვილკომბინატში განმარტეს, რომ ხორბლის მარაგი აღარ აქვთ.

"ფქვილის ფასი ბოლო ერთი კვირაა რაც გაიზარდა. ძირითადად კაჭრეთის წისქვილკომბინატიდან შემოგვაქვს, რომელიც უკვე 10 დღეა არ მუშაობს. როგორც ვიცით, ფქვილის საწარმოებლად კომბინატი მარტო ქართულ ხორბალს არ იყენებს, რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოტანილი მარაგი კი ამოეწურათ. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ ფქვილზე ფასი კიდევ გაიზარდოს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ხორბლის ფქვილის დისტრიბუტორმა თემურ აფთარაშვილმა.

კაჭრეთის წისქვილკომბინატს შპს "კარმენ K" მართავს. კომპანიის დირექტორის ნინო ქიტოშვილის განცხადებით, წისქვილკომბინატი ივნისის პირველი რიცხვებიდან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს აღარ აწარმოებს.

"ხორბლის მარაგი აღარ გვაქვს და ფქვილს ვეღარ ვაწარმოებთ. ფქვილის საწარმოებლად ვიყენებთ როგორც ქართულ, ასევე რუსეთიდან შემოტანილ ხორბალს. კომპანია "Ростовская Нива"-თან გვაქვს დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვყიდულობთ ხორბალს. 6 000 ტონაზე მოთხოვნა გვაქვს გაგზავნილი, თანხაც გადარიცხულია, მაგრამ ხორბალი ვერ მივიღეთ და არც თანხა დაუბრუნებიათ უკან. წისქვილკომბინატის მუშაობის შეფერხებაც ამან გამოიწვია", – განმარტა ნინო ქიტოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა