ტექნიკის შეძენის გამო ვაქირში ოჯახს დახმარება მოუხსნეს

ტექნიკის შეძენის გამო ვაქირში ოჯახს დახმარება მოუხსნეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მცხოვრები 67 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც პირველი ჯგუფი აქვს მინიჭებული, სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს.

როგორც რადიო "ჰერეთს" მარიამ ქართველიშვილმა განუცხადა, სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა მას ფულადი დახმარება განვადებით შეძენილი ტექნიკის გამო მოუხსნეს.

"ექიმთან ვერ წავსულვარ და უბრალო ტკივილგამაყუჩებელი წამალიც ვერ მიყიდია, არათუ ძვირადღირებული. ჯერ მაცივარი გამოვატანინე მეზობელს განვადებით, მერე სარეცხის მანქანაც გამოვიტანე", - ამბობს მარიამ ქართველიშვილი.

ქალბატონის მეუღლე ამბობს, რომ რამდენიმე თვეა სოციალურ სააგენტოს ხელახალი გადამოწმების მოთხოვნით მიმართა, თუმცა ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა