"კომპანია გიხდით ბოდიშს, კონდიციონერი არ მუშაობს" - ბოდიშის მოხდით რომ უფასოდ ვიმგზავროთ, მიიღებს კომპანია ამას არგუმენტად?

"კომპანია გიხდით ბოდიშს, კონდიციონერი არ მუშაობს" - ბოდიშის მოხდით რომ უფასოდ ვიმგზავროთ, მიიღებს კომპანია ამას არგუმენტად?

საზოგადოება 20/30-ის წევრი და თოქ-შოუ 20/30-ის წამყვანი, არჩილ გამზარდია, "ფეისბუქზე" სამარშრუტო ტაქსების პრობლემას ეხმაურება. წამყვანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოქვეყნებულ განცხადებას აქვეყნებს:

"კომპანია გიხდით ბოდიშს

კონდიციონერი არ მუშაობს".

"რატომ უშვებენ ასეთ მიკროავტობუსებს რეისზე? ბოდიშის მოხდით რომ უფასოდ ვიმგზავროთ და ფული არ გადავუხადოთ, მიიღებს კომპანია ამას არგუმენტად?" - წერს გამზარდია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კონდიციონერების ჩაურთველობის გამო, "თბილისის მიკროავტობუსმა" ურჩი მძღოლები არაერთხელ დააჯარიმა. "გაცნობებთ, რომ მიუხედავად გაფრთხილებებისა ზაფხულის ცხელ დღეებში მგზავრობისას კონდიციონერი არ ჩართეს შემდეგმა მძღოლებმა:

N149 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლებმა ზ. გ.-მ და კ. ჭ-მა; N51-ის მძღოლებმა რ. მ.-მ და მ. ს.-მ; N128-ის მძღოლმა ზ. ჯ.-მ; N55 ის მძღოლმა თ. ჩ.-მ; N176-ის მძღოლმა ი. ე.-მ; N212-ის მძღოლმა ჯ. ჯ.-მ და N50-ის მძღოლმა თ. ც.-მ; ზემოხსენებულ პირებს ა.წ. 27 ივნისიდან ორი კვირით აეკრძალათ მარშრუტზე მუშაობა. N83 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლს, ს. ო.-ს არ ქონდა ჩართული კონდიციონერი და ამავე დროს მოძრაობისას ეწეოდა სიგარეტს, ამ უკანასკნელს ა.წ 27 ივნისადან ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მუშაობა", - აცხადებენ კომპანიაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს