ფეხსაცმელების ვაჭრობით დაწყებული დიდი ბიზნესი

ფეხსაცმელების ვაჭრობით დაწყებული დიდი ბიზნესი

ბიზნეს PRESS-ის მორიგი სტუმარია სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილია წულაია. რა გზა განვლო მან იმპორტირებული ფეხსაცმელების ვაჭრობიდან სამშენებლო ბიზნესში ფუნდამენტის გაჭრამდე, ამას გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

- საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული ბიზნესმენი ხართ, სულ რაღაც 32 წლის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ასაკისთვის, მიღწევა, რომელიც ამ ეტაპზე ბიზნესში გაქვთ, საკმაოდ დიდია? რას "აბრალებთ" ბიზნესში წარმატებას?

- ცოტა რთული შესაფასებელია, რამდენად სერიოზულია წარმატება ასაკთან მიმართებაში, მაგრამ პრინციპში ბიზნესში, 22-23 წლის ასაკიდან ჩართული ვარ.

- მოდით, დეტალურად ვისაუბროთ ბიზნესში თქვენს ყოველ ნაბიჯზე. ვიცი, რომ თქვენი პირველი საქმიანობა ფეხსაცმელების იმპორტი და ვაჭრობა იყო. ეს საქმიანობა როდის დაიწყეთ?

- ეს სტუდენტობის პერიოდში, დაახლოებით 2002-2003 წლებში იყო. ამ დროს საქართველოში გაცილებით მძიმე სიტუაცია იყო, ვიდრე დღევანელ დღეს არის. როგორც წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია 16-17 ლარი მქონდა. სტუდენტობასთან და სწავლასთან ერთად პატარა ბიზნესის გაკეთება გადავწყვიტე. პირველ ეტაპზე ფეხსაცმელების იმპორტი დავიწყეთ.

- საიდან შემოგქონდათ?

- ძალიან შორიდან არა. ბაქოდან შემოგვქონდა. ჩემს ძმას ვაგზავნიდი, რომელიც პატარა იყო, დაახლოებით 16-17 წლის. წესით საზღვარი არც უნდა გადაეკვეთა.

- ბაქო რატომ შეარჩიეთ - მანძილის გამო თუ უფრო ნაკლები ჯდებოდა იქ წასვლა? მაგალითად, თურქეთი რატომ არა?

- იმ ეტაპზე ძირითადად იაფი საქონელი იყო. თან მოკლე მანძილზეა შედარებით. რა თქმა უნდა, იქაც ჩინური საქონელი იყო. თან კაპიტალსაც ხომ გააჩნია?!

- რამდენი გქონდათ საწყისი კაპიტალი?

- ზუსტად არ მახსოვს. ალბათ, 1 000- 2 000 დოლარი. ისიც დედაჩემს ვესესხე. მისი ძვირფასეულობა დავალომბარდე.

- 1 000 დოლარი რომ ვერ ამოგეღოთ და დედისთვის ვერ დაგებრუნებინათ ლომბარდში ჩადებული ოქრო, რისკი ხომ იყო?

- რა თქმა უნდა. რისკი ყველგან არსებობს. თუმცა, მჯეროდა, რომ ამოვიღებდი და დედაჩემს ძვირფასეულობას დავუბრუნებდი. რამდენიმე თვე დალომბარდებული იყო, სანამ ბიზნესს დავატრიალებდით.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს