გარდაცვლილი ბავშვის პაპა - ჩემი შვილიშვილი სიკვდილამდე პატრულმა მიიყვანა

გარდაცვლილი ბავშვის პაპა - ჩემი შვილიშვილი სიკვდილამდე პატრულმა მიიყვანა

"ჩვენი მოთხოვნაა, რომელმა პოლიციელებმაც ჩემი შვილიშვილი ამ უბედურ შემთხვევამდე მიიყვანეს, ისინი დაისაჯონ. ერთადერთი შვილიშვილი მყავდა და მომიკლეს",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონის სოფელ შალაურში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გიორგი კოზმანაშვილის პაპამ თენგიზ კოზმანაშვილმა.

მისივე მტკიცებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლით მოძრავ მოზარდს დაედევნა. ბავშვმა შიშით შუქები გამორთო და გაჩერებულ ტრაქტორს შეეჯახა. როგორც გარდაცვლილის პაპა ამბობს, სამართალდამცავებმა დაშავებული ბავშვი შემთხვევის ადგილზე მიატოვეს.

კოზმანაშვილის ნათესავებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გადასცეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მისდევს მოტოციკლს საპატრულო ეკიპაჟი.

"ჩემი შვილიშვილი მოტოციკლით მოდიოდა, როდესაც პატრული გამოედევნა. ბავშვმა რომ დაინახა პატრული მისდევდა, სოფლის გზაზე შემოვიდა, პატრულიც გამოჰყვა. ამ დროს ბავშვმა მართვა დაკარგა და ტრაქტორს შეეჯახა. პატრულმა ამ დროს ჩააქრო შუქები, მოტრიალდნენ უკან და წავიდნენ ჩუმად. ბავშვი კი ასე დატოვეს. ჩვენ არ გამოვდევნებივართ, მოტოციკლეტმა რომ შეუხვია, ჩვენ გზა პირდაპირ გავაგრძელეთო, მაგრამ ვიდეოდან ჩანს, როგორ მიჰყვნენ და მერე ამავე შესახვევიდან შუქებჩამქრალი როგორ გამოვიდნენ. ვითხოვთ, ისინი სათანადოდ დაისაჯონ",- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი კოზმანაშვილის პაპამ გივი გურაბანიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა