ჯერემი და ჯასტის სტამპერებმა ჯერ კიდევ კოლეჯში დაიწყეს შეხვედრები და მას მერე სულ ერთად იყვნენ. შარშან აგვისტოში იქორწინეს. "სამყაროს ცენტრში გვეგონა თავი. ახალდაქორწინებულები ვიყავით, რომელთაც მთელი ცხოვრება წინ აქვთ", - ამბობს ჯერემი.
თუმცა ქორწინებიდან 19 დღეში ქმრისკენ მიმავალ გზაზე ჯასტისი საშინელ ავარიაში მოხვდა. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ კარგა ხანს მოუწია სიცოცხლისთვის ბრძოლა.
საავადმყოფოში გატარებული მრავალი დღის შემდეგ გოგონა თანდათან გამოვიდა მდგომარეობიდან და გადაწყვიტა, ქმრისთვის ის ეთქვა, რაც გულს უღრღნიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში.
"გთხოვ, არ გამიბრაზდე... მაგრამ ჩვენი ქორწილის გახსენება არ შემიძლია... ბევრი რამ ამომივარდა მეხსიერებიდან და მათ შორის, ეს საოცარი დღეც", - უთხრა ქმარს.