ick.ge: "პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს"

ick.ge: "პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს"

კახეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლეებმა გააუპატიურეს - ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა პედაგოგმა მას შემდეგ აცნობა, რაც მისი თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა დანაშაული დამალეს, პოლიციას კი ინფორმაცია სკოლის დირექტორმაც არ მიაწოდა. სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ მან ასეთი ფაქტის შესახებ შეიტყო, თუმცა არც პოლიციისთვის მიუმართავს და არც სოციალური მუშაკებისთვის, რადგან "ბავშვს არ ეტყობოდა, რომ ნაწვალები იყო".

ick.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დანაშაულის სკოლის გარეთ მოხდა, თუმცა სოფლის მცხოვრებლებმა მსხვერპლის მშობლების გარდა, სკოლის წარმომადგენლებსაც აცნობეს. მისივე თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა მომხდარის შესახებ ინფორმაციის გახმაურებისგან თავი შეიკავეს და დახმარებისთვის სოფლის მოძღვარს მიმართეს. წყაროს თქმით, მოძღვარმა მათ ურჩია, რომ პოლიციისთვის არ მიემართათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მოძღვარმა არ დაადასტურა, რომ მან მომხდარის შესახებ რაიმე იცის. "არც გამიგია ეგ ამბავი. როდის მოხდა? არ ვიცი. ჩემთვის არავის მოუმართავს. რომ გამეგო, მე თვითონ მივმართავდი პოლიციას", - განაცხადა მოძღვარმა.

წყაროს ცნობით, სკოლის დირექტორს მომხდარის შესახებ პედაგოგებმაც მიაწოდეს ინფორმაცია. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ მან ჭორის დონეზე გაიგო.

"ისეთი ასაკი მითხრეს, რომ მსგავსი არაფერი გამიგია ამ ასაკში. თქვენ გგონიათ, მე რომ გავიგე, რეაგირება არ მოვახდინე? მე ყველას გავესაუბრე, მშობლებს, ბავშვებს, არავინ დამიდასტურა და რა გავაკეთო? რესურსცენტრის უფროსს ვესაუბრე და ისიც ვუთხარი, რომ მშობლებსაც ველაპარაკე, ბავშვებსაც და არაფერი დადასტურდა. მეტი რა უნდა გამეკეთებინა? ხომ უნდა დაედასტურებინათ იმათ. მე ხომ არ ვარ გამომძიებელი? ბავშვი სკოლაში ხომ უნდა მოსულიყო ნაწვალები, რაღაც სხვა მდგომარეობაში, არ ყოფილა არაფერი. რეფერირების მექანიზმი შეიძლება მაშინ გამომეყენებინა, ბავშვი სკოლაში ნაწვალები თუ მოვიდოდა", - ამბობს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში