56 წლის გურამ მელიქიშვილი თელავის პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს

56 წლის გურამ მელიქიშვილი თელავის პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს

თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მცხოვრები 56 წლის გურამ მელიქიშვილი პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მელიქიშვილის განცხადებით, პოლიციაში მას მოსთხოვეს ეღიარებინა, რომ მდინარე ალაზანზე უკანონოდ თევზაობდა, რაზედაც უარი თქვა. ამის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაემუქრნენ.

"დამიბარეს თელავის პოლიციაში, დამკითხეს. მე ვუთხარი, მაგას ნუ წერთ, ეგ არ გამიკეთებია-მეთქი. მაბრალებდნენ, ვითომ ვიყავი ალაზანზე და ვთევზაობდი იქ აპარატით. არ გვაინტერესებს, უნდა თქვა, რომ შენ იყავიო, თან დამარტყეს. ისევ ვუთხარი, ხელს არ მოგიწერთ-მეთქი. გამიყვანეს მეორე ოთახში. იქაც მომაყოლეს, მცემეს, დამემუქრნენ, წაგიყვანთ, შეგაგდებთ და შესახვეწი გექნება. თუ არ დაწერ, ამაღამ სახლში ვერ წახვალ და მთელი ღამე ცემაში იქნებიო. იძულებული გავხდი და ხელი მოვაწერე. ამის შემდეგ წამიყვანეს ალაზანზე, დამაჭერინეს ხელნაკეთი აპარატი, გადამიღეს ფოტო და გამომიშვეს სახლში", - ამბობს გურამ მელიქიშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა