პანკისის ხეობას ახალი ემირი ჰყავს - 28 წლის ბექხან ფარეულიძე

პანკისის ხეობას ახალი ემირი ჰყავს - 28 წლის ბექხან ფარეულიძე

პანკისის ხეობას ახალი ემირი ჰყავს. 33 წლის ამურ ხანგოშვილი, რომელიც ხეობის მთავარი იმამი 8 წლის განმავლობაში იყო, 28 წლის ბექხან ფარეულიძემ შეცვალა. სწავლულებმა პანკისის ხეობის ახალ ემირად ის რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. ბექხან ფარეულიძე საუდის არაბეთში სწავლობს. ის მეფე საუდის სახელობის უნივერსიტეტის ისლამური ფილოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. დაიბადა და გაიზარდა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში. უკვე 10 წელია, რაც საუდის არაბეთში ცხოვრობს, სადაც ენის ინსტიტუტში არაბული ენა შეისწავლა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახლადარჩეულ იმამს ესაუბრა.

"საქართველოში ზაფხულობთ ჩამოვდიოდი, როცა უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ახლაც აქ ვარ, მაგრამ სექტემბრიდან სწავლა უნდა გავაგრძელო და ზამთარში დავასრულებ", - ამბობს ბექხან ფარეულიძე.

- მანამდე ვინ შეასრულებს პანკისის ხეობაში მთავარი იმამის მოვალეობას?

- ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ვნახავთ.

- თუ ჯერ სწავლა არ დაგისრულებიათ და ფიზიკურად საქართველოში ვერ იქნებით, მაშინ რატომ დადგა დღის წესრიგში პანკისის ხეობის მთავარი იმამის შეცვლა და თქვენი არჩევა?

- ეს მე არ ვიცი. ჩემი გადაწყვეტილება არ არის და არც მივილტვოდი აქეთკენ. პანკისის ხეობის სწავლულები შეიკრიბნენ და მათ მიიღეს გადაწყვეტილება.

- ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ, ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის და კიდევ რამდენიმე პირის დაპატიმრებაზე ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით. რას ფიქრობთ ამ საკითხებზე, პანკისის ხეობიდან ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაზე?

- ჯერჯერობით მაგაზე თავს შევიკავებ. შემდეგში მექნება შესაძლებლობა თქვენთან ვითანამშრომლო და ვისაუბროთ ამაზე.

- ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მომხრე ხართ?

- თავს შევიკავებ ამ საკითხებზე საუბრისგან.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა