ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ

ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ივანე ახალციხელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მერის მოადგილის ზაზა გელაძის განმარტებით, ამ დასახლებაში პირველ ეტაპზე გზის საფარი დაახლოებით 850-900 მეტრამდე დაიგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ასტორია" ასრულებს და აღნიშნული პროექტისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 400 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ დასახლებაში წელს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაც იგეგმება, თუმცა აღნიშნული სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის.

"ეს პირველი ფენა თავიდან ბოლომდე დაიგება, მაგრამ მეორე ფენას არ დავიწყებთ, რადგან საკანალიზაციო სისტემა უნდა მოწესრიგდეს, გაკეთდეს არხები. ჩვენ უკვე გვაცნობეს, რომ ამ პრობლემას მოაგვარებენ და მეორე ეტაპი დაიწყება მაშინ, როცა კანალიზაცია გაკეთდება", - ამბობს ზაზა გელაძე.

მისივე თქმით, თუ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების დროს აუცილებელი გახდება, რომ უკვე დაგებული ასფალტი გადაითხაროს, კომპანია ვალდებული იქნება ასფალტი პირვანდელი სახით აღადგინოს.

ამ ეტაპზე დასახლებაში მხოლოდ სოფლამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზაზა გელაძის თქმით, დანარჩენ ჩიხებში გზის რეაბილიტაცია სამომავლოდ იგეგმება.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა