პრემიერის მამის სახლთან მისულ მარტოხელა დედას "საგიჟეთში წაყვანით" დაემუქრნენ

პრემიერის მამის სახლთან მისულ მარტოხელა დედას "საგიჟეთში წაყვანით" დაემუქრნენ

დედოფლისწყაროში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან მისულ ორი შვილის მარტოხელა დედას, რომელიც პრემიერის მამისგან, ტარიელ ღარიბაშვილისგან დახმარებას ითხოვდა, "საგიჟეთში წაყვანით" დაემუქრნენ.

"ვარ მარჩენალდაკარგული, მყავს ორი პატარა ბავშვი, 11 წლის და 4 წლის. სოციალურად დაუცველი ვარ, ვიღებდი საარსებო შეწმეობას, რომელიც შემიწყვიტეს. დახმარება რატომ მომიხსნეს, არ ვიცი, არ განუმარტავთ. 197 ლარი მაქვს ხელფასი, რომელიც არაფერში არ გვყოფნის. ბანკში ვალი მაქვს, უსახლკაროდ ვარ დარჩენილი, ახლაც საჭმელი არ გვაქვს, ნახევარი პურიც არ მაქვს, რომ ბავშვებს ვაჭამო. დახმარებისთვის მივედი პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, ბავშვებთან ერთად, მთელი დღე სახლის წინ ვიჯექი. მეგონა გულისხმიერებას გამოიჩენდნენ. მითხრეს, რომ თუ კიდევ მივიდოდი, საგიჟეთში წამიყვანდნენ. საამისო არაფერი ჩამიდენია. თვითონ ტარიელ ღარიბაშვილის და დაცვის მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა. პოლიციელებისგან იყო მუქარა. მათი სურვილი იყო, რომ წავსულიყავი, რადგან პრემიერის მამის სახლის წინ ვიჯექი ბავშვებთან ერთად. პოლიციას რასაც უბრძანებდნენ, იმას აკეთებდნენ. ხელბორკილი არ დაუდიათ, მაგრამ იყო ყვირილი, რომ მოიტანეთ პიკაპი, ჩავაგდოთ და საგიჟეთში წავიყვანოთო", - აღნიშნავს მარტოხელა დედა.

მისივე თქმით, პრემიერის მშობლების სახლთან მისვლამდე დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა