მარტივი რჩევები კომპიუტერთან მუშაობისას

მარტივი რჩევები კომპიუტერთან მუშაობისას

კომპიუტერის მონიტორთან მრავალი საათის გატარება ჩვეული მოვლენა გახდა. ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ თვალებზე. უკანასკნელ დროს სულ უფრო გახშირდა კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალის დაღლის სინდრომი. ის საკმაოდ მნიშვნელოვანი დისკომფორტის მომტანია: სიმშრალე, თვალებში ქვიშის შეგრძნება, სიწითლე, ტკივილი, გამოსახულების ბუნდოვანება. ეს ყველაფერი აღმოცენდება სამი ძირითადი მიზეზის გამო.

1. მონიტორის ცქერისას იშვიათად ვახამხამებთ თვალს, რაც იწვევს თვალის არასაკმარის დატენინებას.

2. როდესაც რამოდენიმე საათი თვალს ვაყოლებთ ეკრანს, ვითარდება კუნთური დაღლილობა.

3. მონიტორი სინათლის წყაროა, რომელიც აღიზიანებს თვალს.

თუმცა გარკვეული მარტივი რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია თვალის დისკომფორტის შერბილება ან საერთოდ მოხსნა.

სამუშაო ადგილი

მხედველობის დაღლილობის პროფილაქტიკა უნდა დავიწყოთ სამუშაო ადგილის მოწყობით. მნიშვნელოვანია სწორად განვათავსოთ მონიტორი, რომელიც თვალებიდან 80 სმ, ანუ გაშლილი ხელის მანძილზე უნდა იყოს. როდესაც ახლოს განთავსებულ საგნებს ვუმზერთ, თვალის კუნთები იძაბება, ხოლო შორს ყურებით, დუნდება. იმისათვის, რომ თვალს აუცილებელი მოდუნების საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა მოვაშოროთ თვალი მონიტორს და გავიხედოთ შორს. ეს რთული არ არის, განსაკუთრებით თუ თქვენი სამუშაო ადგილი ფანჯარასთანაა. თუ ამის საშუალება არ არის, მონიტორის უკან დაკიდეთ რაიმე ლამაზი პეიზაჟი. თვალის მოსადუნებლად, საკმარისია დროდადრო თვალი ეკარანიდან გადაიტანოთ და შეხედოთ პოსტერს.

სამუშო ადგილი უნდა იყოს კარგად განათებულ ოთახში. რაც უფრო სიბნელეა, მით არაკომფორტულია თვალისთვის მონიტორისა და გარემოს შორის არსებული კონტრასტი. ამასთან, სინათლის წყაროს კონკრეტულ განთავსებას მნიშვნელობა არ აქვს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს