მთისპირის თემს დათვები შემოესია

მთისპირის თემს დათვები შემოესია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემს დათვები შემოესია. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ადგილობრივებმა აცნობეს. მათი განცხადებით, მტაცებელი ცხოველები ადგილობრივებს გასული წლიდან აწუხებენ.

"გასულ კვირას დათვმა ორი მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. მეზობლის კაცი, რომლის ძროხაც შეჭამა, ძლივს გადაურჩა მტაცებელს. ღამით გარეთ გასვლა სახიფათო ხდება, თუ დროულად არ მიაქცევენ ყურადღებას, შესაძლოა, მტაცებელი ცხოველები დასახლებულ პუნქტშიც გამოჩნდნენ და ეზოებშიც შევიდნენ", - ამბობენ ადგილობრივები.

წყარო: "გურიის მოამბე"

"გურიის მოამბე"

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში