თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს

თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს

ძაღლების ერთგულების უამრავი ფაქტია ცნობილი საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ისტორიები, სევდიანი დასასრულით, კეთილი დასასრულით …

ისინი ელოდებიან, ეჭიდებიან იმედს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატრონმა სულ მიატოვა.. მათთვის დრო არაფერია, ისინი განშორების შემდეგ მთელი დარჩენილი სიცოცხლე იმ სითბოს, სიყვარულის, სიმყუდროვის დაბრუნების იმედით ცხოვრობენ, რაც მხოლოდ პატრონთან იყო..

ამბავი, რომელიც სულ ეხლახანს სოციალური ქსელით გავრცელდა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში ხდება.

ოთო ფანცულაიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ძაღლი ქალბატონის საფლავზე წევს, ძალიან თბილი კომენტარი ახლავს: "ძაღლი, რომელიც გარდაცვლილი პატრონის საფლავს რამდენიმე თვეა არ შორდება. აქამდე ასეთი კადრი მხოლოდ ინტერნეტში თუ მქონდა ნანახი. იმდენად ხშირად ვხედავთ ერთმანეთს, რომ იმედია მალე მე და ეს ძაღლი დავმეგობრდებით".

სასაფლაოებზე სევდა დადის და სიჩუმეა… ერთი ახალგაზრდა იქ თავისი ძვირფასი ადამიანის საფლავს აკითხავდა და უეცრად, ერთ-ერთ საფლავთან ძაღლი შენიშნა.. ის მშვიდად იწვა, თითქოს დროს აჩერებდა.. ან სულაც აბრუნებდა… - რომ მისთვის ძვირფასი ადამიანიც დაებრუნებინა..

მას შემდეგ ოთოს ყოველ მოსვლაზე ძალისთვის სასუსნავები მიაქვს, ეფერება, ესაუბრება კიდეც..

- მამაჩემი თებერვალში დავკრძალეთ. დაახლოებით ორ კვირაში, ახლოს, ერთი ქალბატონი დაასაფლავეს, სადაც დღეს ის ძაღლი დადის. ყოველი ასვლისას ვხედავდი. გამიჩნდა სურვილი დავახლოვებოდი. დაშინებული იყო. სასაფლაოა, ბევრი ადამიანი დადის და ყველა ერთნაირად არ ექცევა.. აღდგომის დღეს ახლოს მივედი, დავუჯექი, ვესაუბრე. თითქოს ესმოდა ჩემი საუბარი, მისმენდა ჭკვიანი თვალებით. მესაფლავეებს ვეკითხებოდი ამ ძაღლის შესახებ. ზუსტი პასუხი ვერავისგან მოვისმინე, არავინ იცოდა ვისი იყო, საიდან მოვიდა. მერე ერთმა მნახველმა მითხრა, მგონი იმ ქალბატონის ძაღლია, სულ მაგ საფლავთან ვხედავო. ძაღლი რამდენიმეჯერ შევამჩნიე როგორ იწვა იმ საფლავზე. აი ასე გადავწყვიტე სურათის გადაღება. დაბეჯითებით ვერ მოგახსენებთ რომ იქ მართლაც მისი პატრონია დასაფლავებული, მაგრამ დიდი ალბათობით ასე უნდა იყოს. არ ვარ წინააღმდეგი, თუკი ეს ისტორია ამ ცივ სამყაროში ოდნავ სითბოს შემოიტანს და ადამიანებს ცხოვრების ადამიანური წვრილმანების უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება.

- ხომ არ იცით, აკითხავს ვინმე ძაღლს? ვინ აჭმევს? რით არსებობს?

- არავინ არ პატრონობს. არადა ძალიან კარგი და კონტაქტური ძაღლია. უმეტესობა ეუხეშება, ეშინიათ, აგდებენ.. გუშინ მესაფლავეებს ვესაუბრე.. მიპასუხეს - აი ასე წევსო ამ საფლავზე და იქნებ წაიყვანოს ვინმემო.. იგულისხმა რომ ხელს უშლის მესაფლავეებს.. არ აჭმევენ ცხადია. ძაღლი იქვე ახლოს მდებარე ეკლესიის ეზოში შედის, სადაც კანტი-კუნტად შემომსვლელი ათასში ერთხელ გადაუგდებს ლუკმას.

- რომ თქვით კონტაქტურიაო, როგორ შემოდის კონტაქტში, რაზე რეაგირებს?

- მშვიდ საუბარზე არ გაგირბის, გაჩერდება და გიყურებს. მისი სახის პირდაპირ ვჯდები ხოლმე და ასე ვესაუბრები როცა მარტო ავდივარ. თავს აწევს და მიყურებს არა იმისთვის, რომ რაღაც სასუსნავი გადავუგდო, არამედ (ასეთი შეგრძნება მაქვს) იმისთვის რომ ვესაუბრო და მომისმინოს.

- კიდეც შეგეჩვიათ ალბათ...

- შეჩვევაზე ვერაფერს მოგახსენებთ.. კვირაში ერთხელ ავდივარ. ამ ხნის განმავლობაში ისევ სასტიკ რეალობაში უწევს ყოფნა და ბუნებრივია

უნდობლობა და შიში მაინც აქვს.

- და თუ შეიჩვიეთ - წაიყვანთ სახლში?

ალბათ ვერ წავიყვან.. უკვე გაზრდილი კნუტი მყავს, რომელიც ვერაფრით ეგუება ძაღლებს. მას კი ნამდვილად ვერ შეველევი. თუმცა დრო გვიჩვენებს, გამორიცხული არაფერია. ჯერჯერობით ვურთიერთობთ მე და ეს ძაღლი და ძალიან აზრიან არსებად მიმაჩნია.

- ეხლა რამე სახელს ეძახით? ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს