”აღიაროს სახელმწიფომ, რომ წვლილი მიუძღვის ჩემი ძმის დახრჩობაში” - სტიქიის მსხვერპლის ძმა პრემიერს მიმართავს

”აღიაროს სახელმწიფომ, რომ წვლილი მიუძღვის ჩემი ძმის დახრჩობაში” - სტიქიის მსხვერპლის ძმა პრემიერს მიმართავს

13 ივნისის სტიქიის ღამეს გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს. გაბიტაშვილები იმის დადგენას მოითხოვენ, ჩაიდინა თუ არა სახელმწიფომ დანაშაული. პრეტენზიის ადრესატი შსს-ა, რადგან სტიქიის ღამეს ე.წ. ახალი გზა არ გადაიკეტა. 25 წლის ლაშა გაბიტაშვილი მცირეწლოვანი ძმისშველების უფლებებისთვისაც იბრძვის და მარჩენალის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის კომპენსაციის დადგენას პრემიერს თხოვს.

"გზა რომ გადაკეტილიყო და ამ გაზაზე არ ჩამოსულიყო ჩემი ძმა, გადარჩებოდა. მითხრან გამოძიების შედეგად, რომ ჩემმა ძმამ თავი მოიკლა ან უნდა აღიაროს სახელმწიფომ თავისი დანაშაული. რომელ სქტრუქტურას რა წვლილი მიუძღვის ჩემი ძმის დახრჩობაში.

რაც შეეხება კომპენსაციას, ვთვლი, რომ თანხა უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, ხელფასის რა რაოდენობას მიიღებდა ის, სანამ ბავშვები 18 წელს მიაღწევდნენ", - აცხადებს "კურიერთან" საუბარში ლაშა გაბიტაშვილი.

გაბიტაშვილი პროკურატურაში სარჩელის შესატანად ემზადება. ახალდაბაში მეწყერის ჩამოწოლის, სვანიძის ქუჩის დატბორვისა და 112-ში შესული ზარების შემდეგ გაბიტაშვილის თქმით, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებს გზა გადაეკეტათ. ბოლო სატელეფონო ზარების მიხედვით, დავით გაბიტაშვილი ახალ გზაზე პირველის ნახევარზე მოხდვა კავშირი კი მასთან 12 საათსა და 46 წუთზე გაწყდა.

გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ვიცე-პრემიერიც საუბრობს, თუმცა კალაძე წინა ხელისუფლებაზე მიუთითებს, კითხვაზე რატომ არ მოხდა ახალი გზისა გადაკეტვა მას "კურიერთან" ასეთი პასუხი აქვს:

”თქვენ გაქვთ პოლიტიკური ინტერესები, თქვენ წარმოადგენთ ”ნაციონალურ მოძრაობას”. ამ ფაქტს აუცილებლად სჭირდება გამოძიება რადგან იქ საუბარია, რომ წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულმა პროეტქებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა სტიქიის დროს იქ მცხოვრებ ადამიანებს”.

ზარალის ანაზღაურების წესში დაღუპულების ოჯახებზე საუბარი საერთოდ არ არის, თუმცა მმართველი გუნდის განცხადებით, საკითხს მეორე ეტაპზე მიუბრუნდებიან და ანაზღაურდება მანქანის ღირებულებაც.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული